ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„სერბეთის სასახლეში“ მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

„სერბეთის სასახლეში“ მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

„სერბეთის სასახლეში” მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის შეხვედრა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
მიხეილ ყაველაშვილი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ჯურო მატუცის და ეროვნული კრების თავმჯდომარეს, ანა ბრნაბიჩს.
„საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 19 დეკემბერს დასრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.