მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს ეწვევა

მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქს, ბელგრადს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილს, დელეგაციასთან ერთად, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი „სერბეთის სასახლეში” უმასპინძლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ალექსანდარ ვუჩიჩის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
ასევე, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ჯურო მატუცისთან და ეროვნული კრების თავმჯდომარესთან, ანა ბრნაბიჩთან.
„საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები – ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია