სერბეთის პრეზიდენტი – ჩვენ საკუთარი პერსპექტივა უნდა ვიპოვოთ, რომელიც ევროპულ მომავალს ან ჩინეთთან და რუსეთთან მეგობრობას საფრთხეს არ შეუქმნის

სერბეთმა საკუთარი პერსპექტივა უნდა იპოვოს, რომელიც ევროპულ მომავალს, ასევე, ჩინეთთან და რუსეთთან მეგობრობას საფრთხეს არ შეუქმნის , – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.
„ჩვენ საკუთარი პერსპექტივა უნდა ვიპოვოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების დროს, ჩვენს ევროპულ მომავალს ან ჩინეთთან და რუსეთთან მეგობრობას საფრთხეს არ შეუქმნის“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
სერბეთის პრეზიდენტმა, პირობა დადო, რომ უახლოეს ხანში მომდევნო სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელ ყოვლისმომცველ გეგმებსა და პროგრამებს წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები გაიმართა, რომელშიც ალექსანდრ ვუჩიჩის სერბეთის პროგრესულმა პარტიამ გაიმარჯვა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ სერბეთში არჩევნები გაყალბდა და არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციები მოეწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ