ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მხარი უნდა დავუჭიროთ მას, ვისთანაც ვაკავშირებთ ჩვენ აწმყოსა და მომავალს" | ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად სხდომა ჩატარდა

"მხარი უნდა დავუჭიროთ მას, ვისთანაც ვაკავშირებთ ჩვენ აწმყოსა და მომავალს" | ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად სხდომა ჩატარდა
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი ამბობს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება უზრუნველყოფს ყველა შესაძლო მხარდაჭერას გაუწევს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების "ღირსეულად ჩატარებას რესპუბლიკის ტერიტორიაზე".
ის ამ თემაზე ესაუბრა ე.წ. სამინისტროების, დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, საქალაქო და რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს. ძალოვან უწყებებს დაევალათ უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც მოსამზადებელ, ასევე კენჭისყრის დღეებში. შეხვედრას ასევე ესწრებოდა დე ფაქტო რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაციის ე.წ ელჩი.
გაგლოევი ამტკიცებს, რომ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა სიტყვებს "რუსეთი" და "პუტინი" სინონიმებად აღიქვამს.
"და ეს სწორია დღევანდელ რთულ დროში. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი იმ ადამიანს, ვისთანაც ვაკავშირებთ ჩვენს აწმყოსა და მომავალს. ჩვენ არ შეგვიძლია არ ვუსურვოთ ვლადიმერ პუტინს მომავალ არჩევნებში თავდაჯერებული გამარჯვება. ეს არის საბედისწერო მომენტი, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, როცა ასეთი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს საფრთხე კოლექტიური დასავლეთის მხრიდან, რომელსაც სურს სიტუაციის დესტაბილიზაცია როგორც რუსეთის შიგნით, ასევე ზოგადად", - თქვა გაგლოევმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.