ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერბეთის მთავრობა გადადგა - Politico

სერბეთის მთავრობა გადადგა - Politico

სერბეთის მთავრობა გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება იანვარში მიიღო, სერბეთის პარლამენტმა მისი მთავრობის გადადგომას ოფიციალურად 19 მარტს დაუჭირა მხარი, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რამდენიმე კვირაა მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება.
სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, თუ პრემიერმინისტრის გადადგომის შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდება მომდევნო 30 დღის მანძილზე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ივნისში ჩაინიშნება.
სერბეთში უკვე რამდენიმე თვეა, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც 2 ნოემბერს სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა.
tabula.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.