ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: სერბეთის მთავრობა გადადგა

მედია: სერბეთის მთავრობა გადადგა
სერბეთის პრემიერმა, მილოშ ვუჩევიჩმა, გადადგომის გადაწყვეტილება იანვარში მიიღო, თუმცა პარლამენტმა რამდენიმე კვირის შემდეგ, 19 მარტს დაადასტურა.
🔹 პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პრემიერის გადადგომიდან 30 დღის განმავლობაში ახალი მთავრობა არ შეიქმნება და რომ ის ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს.
🔹 სერბეთის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე აქციების ფონზე მიიღო.
🔹 სერბეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის 1 ნოემბერს, ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.