არქივი29 ივნისი, 2025, 01:09
სერბეთის დედაქალაქში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე ვითარება პერიოდულად იძაბება - დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე მოქალაქეებსა და სპეცრაზმს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სერბეთის პრეზიდენტისთვის, ალექსანდარ ვუჩიჩისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.
აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს ვადამდელი არჩევნების დასანიშნად დრო 28 ივნისის 21:00 საათამდე მისცეს.
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, სპეცრაზმი სამთავრობო შენობების გარშემო, პარლამენტთან და ახლო მდებარე “პიონირსკი პარკთანაა” განლაგებული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.