სენატორები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ გაყინული აქტივები რუსეთზე ზეწოლისთვის გამოიყენოს

ამერიკელი სენატორების ჯგუფი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთისთვის გაყინული, 300 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების აქტივები მთლიანად უნდა გამოიყენოს უკრაინის დასახმარებლად.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამ შინაარსის წერილი რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების ჯგუფმა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს 21 მარტს გაუგზავნა.
დღემდე აშშ უკრაინის დასახმარებლად იყენებს მხოლოდ იმ თანხას, რომელიც გაყინულ რუსულ აქტივებს პროცენტის სახით ერიცხება.
ამერიკელ სენატორებს აინტერესებთ მიიჩნევს, თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომ აშშ-სა და ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივები უნდა გამოიყენოს ბერკეტად უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთთან მოლაპარაკებებში. წერილს ხელს აწერენ რესპუბლიკელი სენატორები ტოდ იანგი და ლინდსი გრემი და დემოკრატები რიჩარდ ბლუმენტალი და ტიმ კეინი.
გერმანული მაუწყებელი DW 20 მარტს, ევროკავშირის სამიტის დასკვნების დოკუმენტზე დაყრდობით წერდა, რომ ევროკავშირმა შეწყვიტა 200 მილიარდ ევროზე მეტის გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციაზე დისკუსია.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის აქტივები უძრავად უნდა დარჩეს, სანამ ის არ შეწყვეტს უკრაინის წინააღმდეგ ომს და ზარალს არ აუნაზღაურებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს