სენატმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო პაკეტის დამტკიცების საკითხი მომავალი წლის იანვრისთვის გადადო

უკრაინის და ისრაელის დახმარებას, შეერთებული შტატები წელს უკვე ვეღარ დაამტკიცებს. ეს გაირკვა გაჭიანურებული მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც ადმინისტრაციის წევრებსა და კანონმდებლებს შორის კონგრესში მიმდინარეობს. რესპუბლიკელებმა აიძულეს დემოკრატები, უკრაინის დახმარების თემისთვის, საიმიგრაცო რეფორმის და საზღვრის საკითხები მიებათ. დეტალები ადვილად მოსალაპარაკებელი არ აღმოჩნდა, რამაც შეუძლებელი გახადა, ომში მყოფი უკრაინის დახმარების წლის ბოლომდე დამტკიცება.
სენატის რესპუბლიკელები ამბობენ, რომ კიევის დახმარების საკითხი უმნიშვნელოვანესია, თუმცა დემოკრატების პროექტის მიღებაზე უარი, ერთადერთი გზა აღმოჩნდა, საზღვრის საკითხებზე ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების დასაწყებად.
შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ესმის, რომ კონგრესის საშობაო შვებულებაში გასვლამდე, უკრაინის დახმარების საკითხის დამტკიცება ვერ მოხერხდება. იმის მიუხედავად, რომ პარტიების ლიდერები კაპიტოლიუმის მთაზე მოლაპარაკებებზე სხედან.
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც 1 კვირის წინ ვაშინგტონში იმყოფებოდა და კონგრესის ლიდერებს შეხვდა, იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას არ უღალატებს და მიღწეული შეთანხმება შესრულდება. დახმარების პაკეტში, უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება