სენატმა მხარი დაუჭირა შეერთებული შტატების 2024 წლის თავდაცვის ბიუჯეტს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა დაამტკიცა 2024 წლის თავდაცვის ბიუჯეტი, რომლის მოცულობამ პირველად მიაღწია 886 მილიარდ დოლარს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 87-მა სენატორმა. 13 წინააღმდეგი იყო.
2023 წელთან შედარებით, თავდაცვის ბიუჯეტი გაზრდილია 28 მილიარდი დოლარით. ხარჯებს შორისაა სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასის 5,2%-ით გაზრდა.
კანონპროექტი დასამტკიცებლად გადაეცა კონგრესის წარმომადგენელთა პალატას. მოსალოდნელია, რომ კონგრესმენები თავდაცვის ბიუჯეტს ამ კვირის ბოლომდე მიიღებენ, რის შემდეგაც კანონს ხელს მოაწერს პრეზიდენტი .
შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტით 300 მილიონი დოლარია გათვალისწინებული უკრაინისთვის. კონგრესი, რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო, ჯერჯერობით ვერ ახერხებს რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად მრავალმილიარდიანი პაკეტის მიღებას. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ითხოვს 60 მილიარდ დოლარზე მეტს.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრი რესპუბლიკელები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას უკავშირებენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას. რესპუბლიკელები არასაკმარისად მიიჩნევენ საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს.
თეთრმა სახლმა კონგრესი გააფრთხილა, რომ თუ წლის ბოლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, -ს აღარ ექნება უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო ფინანსები.
პენტაგონის მონაცემებით, ში ს ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

ასევე დაგაინტერესებთ