სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა “MEGOBARI აქტს” მხარი დაუჭირა.
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ „MEGOBARI აქტი“ არის “მკაფიო მესიჯი”.
„ჩვენ დავამტკიცეთ „MEGOBARI აქტი“, ეს არის მკაფიო “მესიჯი” ქართველი ხალხისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, რომ დემოკრატიული მომავალი შეინარჩუნონ“, – განაცხადა სენატორმა.
სენატორი შაჰინის თქმით, “მეგობარი აქტი” ითვალისწინებს სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც “მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას ცდილობდნენ”. სენატორი ხაზს უსვამს, რომ აქტს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა.
“მთავრობა პატივს არ სცემს კონსტიტუციას, ქართულ ტრადიციებს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ამ გადაწყვეტილებაში ხალხი დაინახავს პოზიტიურ სიგნალს და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ.
ეს გულისხმობს სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას და მასაც აქვს ორპარტიული მხარდაჭერა“,- განაცხადა შაჰინმა, რომლის თარგმანი “ტვ პირველს” ეკუთვნის.
კანონპროექტი, სახელწოდებით „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?