არქივი14 ივლისი, 2025, 23:54
სენაკში ორ მოზარდს, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა - ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს

სენაკში ორ მოზარდს დენმა დაარტყა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ხიდზე გადადიოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს ხიდის ქვეშ გაჩერებულ სატვირთო მატარებლის ცისტერნაზე ქუდი ჩაუვარდა.
მოზარდები ვაგონზე გადაძრომის დროს ელექტრო სადენს შეეხნენ. თვითმხილველის თქმით, ბავშვები კონტაქტურები არიან.
ისინი სასრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ზუგდიდის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.