ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არსებული ინფორმაციით, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს - საქმე, სავარაუდოდ, „ქოლცენტრს“ უკავშირდება

არსებული ინფორმაციით, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს - საქმე, სავარაუდოდ, „ქოლცენტრს“ უკავშირდება

არსებული ინფორმაციით, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, #48-ში მდებარე „სტარ აიტის“ აკადემიაში, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
„სტარ აიტი“ აკადემიაში, რომელიც, როგორც ცნობილია, ოფიციალურად IT მიმართულებით მუშაობს, სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აღნიშნულ მისამართზე, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრია განთავსებული.
„ბევრჯერ იყვნენ მოსულები, ვერსია თავიდანვე ასე ითქვა, რომ „ქოლ-ცენტრია" ადგილზე განთავსებულიო. სულ ახალგაზრდა რუსი გოგო-ბიჭები დადიან ოფისში, „აიტიშნიკები“, ხან მანქანით მიჰყვათ-მოჰყვათ", - ამბობს ადგილობრივი.
დამატებით დეტალებს „ინტერპრესნიუსი“ შესაბამის უწყებებში არკვევს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.