ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სენაკში, ბანკში მომხდარი ყაჩაღობისთვის დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ სენაკში, საქართველოს ბანკის ფილიალში მომხდარი ყაჩაღობისათვის დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
პროკურატურამ ყაჩაღობის ფაქტზე 1 პირს ბრალდება გუშინ წარუდგინა.
"შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 იანვარს, დანით შეიარაღებული ბრალდებული სენაკში მდებარე საქართველოს ბანკის თანამშრომლებს თავს დაესხა, რომლებიც იმ დროისთვის მოქალაქესთან საბანკო ოპერაციას ახორციელებდნენ. თავდამსხმელი დანის დემონსტრირებით მოქალაქის კუთვნილ 900 ევროს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლითვის და ჯანრთელობის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.