ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

16 წლამდე ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ხაშურის რაიონული სასამართლომ 16 წლამდე ბიჭის გაუპატიურებისათვის დაკავებულ 51 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
"სასამართლოს მიერ გაზიარებულ იქნა ბრალდების მხარის პოზიცია პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით... საქართველოს პროკურატურას მსგავსი შინაარსის და ტიპის დანაშაულებთან მიმართებაში გააჩნია მკაცრი პოზიცია და მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას ატარებს. ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობითაც მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება". - ამბობს პროკურორი.
საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების, გარყვნილი ქმედების და მუქარის ფაქტზე პირს ბრალდება გუშინ წარუდგინა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა 16 წლამდე მოზარდი გააუპატიურა, ფიზიკურად იძალადა და დანით სიკვდილით ემუქრებოდა. ბრალდებული 25 იანვარს დააკავეს.
"მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მუქარა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ) წარედგინა". - წერია პროკურატურის განცხადებაში.
აღნიშნული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.