არქივი18 აპრილი, 2024, 13:52
სენაკში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 ადამიანი
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შსს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს,
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.