სენაკის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ბრიგადის საახალწლო ნაძვის ხის საზეიმო ანთების ღონისძიება და გალა კონცერტი გაიმართა. „სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა და სენაკის მუნიციპალიტეტის მუსიკალური ცენტრის აღსაზრდელებმა იზრუნეს.
ღონისძიებაზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეების შვილებს სიტყვით თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიმართა, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.
სენაკის სამხედრო ბაზაზე ბავშვებისთვის საახალწლო სოფელიც მოეწყო, სადაც მათ სხვადასხვა გასართობ აქტივობაში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ. სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა სამხედროების პირადი აღჭურვილობის გამოფენაც დაათვალიერეს და ბრიგადის სასადილოში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ჯარისკაცის ულუფა დააგემოვნეს“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ