ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები - გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე კადეტებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დამდეგი ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან, სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის ძალებისთვის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
საახალწლო ღონისძიებაზე კადეტთა შემოქმედებითმა ჯგუფმა სტუმრებს მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა შესთავაზა. მოზარდებმა მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.