არქივი12 აგვისტო, 2024, 18:39
სენაკის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს 62 წლის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.