არქივი19 აგვისტო, 2024, 10:09
ბახმაროს გზაზე ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “გურიანიუსი” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა.
გამოცემა წერს, რომ პირი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას კი ის გარდაცვლილი დახვდა.
ამ დროისთვის დეტალები უცნობია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.