არქივი2 ოქტომბერი, 2025, 12:54
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივის ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის დროს სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, თუმცა გამოსვლა დროულად შეძლეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.