არქივი27 სექტემბერი, 2025, 13:09
ბაღდათში საცხოვრებელი სახლი დაიწვა - შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ხანძრის დროს სახლში შუახნის მამაკაცი იმყოფებოდა, თუმცა მისი გამოყვანა მოხერხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და პოლიციის ჯგუფები. სახლი სრულად დაიწვა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზად, სავარაუდოდ, ძველი ელექტრო გაყვანილობა სახელდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.