სემეკი – „ვარკეთილაირის“ აბონენტებს „თბილისი ენერჯი“ ემსახურება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ვარკეთილაირის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების შესახებ იმსჯელა.
სემეკის ინფორმაციით, აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ შპს „ვარკეთილაირის“ 100%-იანი წილის შეძენა და მთლიანი აქტივის – გაზგამანაწილებელი ქსელისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის საკუთრებაში გადატანა.
შპს „ვარკეთილაირის“ 18 200 აბონენტს შპს „თბილისი ენერჯი“ უწევს მომსახურებას. აღნიშნულ აბონენტებზე ვრცელდება შპს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი ტარიფები (53,971 თეთრი/კუბ.მ) ნაცვლად შპს „ვარკეთილაირისთვის“ დადგენილი ტარიფისა (57,061 თეთრი/კუბ.მ).
შპს „ვარკეთილაირი“ ოპერირებდა ვარკეთილისა და პატარა ლილოს დასახლებებში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო