“თბილისი ენერჯი” – ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ “მესამე პირის” მიერ დაზიანდა – გაზმომარაგების აღდგენა ხვალ დღის პირველ ნახევარში ეტაპობრივად დაიწყება

ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ “მესამე პირის” მიერ დაზიანდა- დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე გაზმომარაგების აღდგენა ხვალ დღის პირველ ნახევარში ეტაპობრივად დაიწყება,- ამის შესახებ “თბილისი ენერჯის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
კომპანიის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და დამატებითი დეტალები უმოკლეს დროში გავრცელდება.
“თბილისი ენერჯი” გაცნობებთ, რომ ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ “მესამე პირის” მიერ დაზიანდა. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და დამატებითი დეტალები უმოკლეს დროში გავრცელდება. დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე გაზმომარაგების აღდგენა ხვალ დღის პირველ ნახევარში ეტაპობრივად დაიწყება.“თბილისი ენერჯი” ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში”,- აღნიშნავენ კომპანიაში.
“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, ცენტრალური და 500 მილიმეტრიანი გაზსადენი ვაკე – საბურთალოს ამარაგებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”