საჰაერო თავდასხმა ხარკოვზე: დანგრეულია მრავალსართულიანი შენობა, არის მსხვერპლი

სერიოზულად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ამის შესახებ იტყობინება ქალაქის ხელისუფლება. ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა ქალაქის სამ რაიონში ჩამოაგდეს მართვადი საჰაერო ბომბები. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა სამი ადამიანი, დაშავდა – 20-ზე მეტი.
გრძელდება ნანგრევების წმენდა. ქვეყნდება ხარკოვის კიევის რაიონში დაზიანებული საცხოვრებელი სახლის ფოტოები და ვიდეოები. სახლი მერვიდან მესამე სართულამდე ჩამონგრეულია.
თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი სახლი დაზიანდა ასევე ქალაქის სალტოვსკის რაიონშიც. ბოლო თვეების განმავლობაში, ხარკოვი რეგულარულად ხდება მართვადი საჰაერო ბომბებით თავდასხმების სამიზნე, რის შედეგადაც დაიღუპნენ და დაშავდნენ ქალაქის მაცხოვრებლები, ინგრევა საცხოვრებელი სახლები და სოციალური ობიექტები.
რუსი სამხედროები ამტკიცებენ, რომ მათ მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე მიაქვთ იერიში.

ასევე დაგაინტერესებთ

“იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ მი­მარ­თავს პრო­ვო­კა­ცი­ას, გა­მო­ი­ჩენს ელე­მენ­ტა­რულ ადა­მი­ა­ნო­ბას და მა­მას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნი­დან შვი­ლის და­სა­ტი­რად ბრუნ­დე­ბა, სა­ზღვარ­ზე შე­მო­უშ­ვებს ყო­ველ­გვა­რი დაბ­რკო­ლე­ბი­სა თუ ექ­სცე­სე­ბის გარე”