უკრაინაზე მასირებული შეტევა იყო – არის მსხვერპლი, კიევში ხანძარი გაჩნდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში და რეგიონების ნაწილში მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა რუსულ რაკეტებს და დრონებს იგერიებდა.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 62 წლის ქალი. დაზიანებულია შენობები და ავტომობილები.
ნიკოლაევის ოლქში შეტევა იყო ენერგოობიექტზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოლქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ენერგოობიექტებზე დრონებით თავდასხმის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ქალაქ ივანო-ფრანსკოვსკის ნაწილსაც.
რუსული დრონის ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია კიევის პეჩერის რაიონში. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი მოჰყვა 5-სართულიანი სახლის გაზის მილის ჰერმეტულობის დარღვევას. დაზიანებულია ახლომდებარე სახლებიც და 20-მდე ავტომობილი.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესის ოლქს შეუტიეს ოთხი მართვადი საავიაციო რაკეტით(Х-59/69), ხოლო სუმის ოლქს – დაუდგენელი ტიპის ორი რაკეტით. უკრაინელი სამხედროების ცნობითვე, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 78 უპილოტო საფრენი აპარატიც.
უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, ჩამოაგდეს 66 დრონი და 4 მართვადი საავიაციო რაკეტა.
საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო დნეპროპეტროვსკის, კიევის, ჩერკასის, კიროვოგრდის, ვინიცის, ხმელნიცკის, ივანო-ფრანკოვსკის, სუმის, პოლტავის, ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის და ხარკოვის ოლქებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს