ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საჯარო მოხელეს, პარალელურად, საპენსიო ფონდის მმართველობით საბჭოში მუშაობაც შეეძლება - კანონპროექტი

საჯარო მოხელეს, პარალელურად, საპენსიო ფონდის მმართველობით საბჭოში მუშაობაც შეეძლება - კანონპროექტი

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება და 81 ხმით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის მიხედვით, საჯარო მოსამსახურის მიერ საჯარო დაწესებულებაში სხვა თანამდებობის დაკავების შეზღუდვის გამონაკლისს ემატება საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობა.
„ამასთანავე, საჯარო სამსახურში მმართველობითი/სათათბირო ფუნქციის განხორციელებისათვის შექმნილ სხვა კომისიებსა და საბჭოებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა არაანაზღაურებადი საქმიანობა აღარ დაკვალიფიცირდება თანამდებობრივ შეუთავსებლობად“, - აღნიშნულია პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.