ადვოკატთა ასოციაციასა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა.
„შეთანხმება ითვალისწინებს ადვოკატთა ასოციაციის წევრობას ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოში, რაც ადვოკატთა ასოციაციის წევრებს სხვადასხვა სასტიპენდიო პროექტების განხორციელების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევთ.
შეთანხმების ფარგლებში ასოციაციის წევრები EPLO საგანმანათლებლო უმაღლეს დაწესებულებებში სხვადასხვა პროგრამაზე ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებენ.
მემორანდუმი, ასევე, მოიცავს სხვადასხვა საკვალიფიკაციო კურსს და ერთობლივ ღონისძიებას, სადაც ევროკავშირის სამართლის დარგის კვალიფიციური ექსპერტები იქნებიან ჩართულნი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)