ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“სახლში შემომივარდა ერთ-ერთი მოძალადე, იმის მაგივრად, რომ პოლიციაში იყოს” – ლადო აფხაზავა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ, ექსპერტიზა ჩაუტარდა. ის ბათუმის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იმყოფებოდა. მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს. თუმცა, პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. ლანჩხუთის პოლიციაში ამ დროისთვის დაკითხვაზე მხოლოდ ერთ-ერთი თავდამსხმელი, კობა ფიფაიშვილი, იმყოფება.
აფხაზავა კი “მთავართან” ამბობს:
“ამ დილით წამოვედით ექსპერტიზაზე. ვიყავით სამხარაულის ექსპერტიზაზე. შეამოწმეს რაღაც ხელზე, ყელზე და ყურის არეში დაზიანებები. სახლში შემომივარდა ერთ-ერთი მოძალადე და გაოცებული ვარ. იმის მაგივრად, რომ პოლიციაში იყოს და რაღაცნაირად ან გაფრთხილებული, სახლში მომივიდა. ეს ყველაფერი სწორედ ამიტომ იყო, რომ დავეშინებინეთ, დაშინება მომხდარიყო, ან სხვამ რომ აღარ გაბედოს ასეთი რაღაცები. მე ვფიქრობ, რომ ვინც ვაპროტესტებთ ამ რუსულ კანონს, არავის არაფრის არ გვეშინია,”
შეგახსენებთ, რომ პედაგოგს თავს გუშინ, 5 მაისს დაესხნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.