ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“სახლი ჩამოგვენგრა, ძლივს გამოასწრეს ჩემი ოჯახის წევრებმა, მეზობლებთან ათევენ ღამეს” – რა ხდება სტიქიის ზონაში

“სახლი ჩამოგვენგრა, ძლივს გამოასწრეს ჩემი ოჯახის წევრებმა, მეზობლებთან ათევენ ღამეს” – რა ხდება სტიქიის ზონაში

დიდთოვლობის გამო გურიის სოფლებში მოსახლეობა ღამეეებს ერთმანეთის სახლებში ათევს, რადგან თოვლის დიდი მასის გამო, დიდიაა სახლების ნგრევის რისკი, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც სახლი ლამის თავზე ჩამოანგრათ და ბეწვზე გადაურჩნენ სიკვდილს.
სახლი დიდთოვლობის გამო ჩამოგვენგრა. მეზობელთან ათევენ ღამეს ჩემი ოჯახის წევრები. ფიცრებმა ტკაცა-ტკუცი რომ დაიწყეს, მაშინ გამოასწრეს გარეთ. სახლი სულ ჩამოინგრა, განადგურდა, მარტო კარკასი დარჩა. გაწმენდითი სამუშაოები საერთოდ არ მიმდინარეობს, ახლა ველაპარაკე დედაჩემს და მითხრა, რომ მხოლოდ ოფროუდის დამხმარე მანქანები არიან მხოლოდ, აი მოხალისეები რომ ადიან, ვიღაცას წყალს მიაწოდებენ, ვიღაცას საკვებს”, – ამბობს ადგილობრივი.
სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.