ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“დაინგრა ჩემი სახლი, სადაც მარტო ცხოვრობს ბებო…. ოჯახის მეგობარი შეეწირა ამ ამბავს” – გურია

“დაინგრა ჩემი სახლი, სადაც მარტო ცხოვრობს ბებო…. ოჯახის მეგობარი შეეწირა ამ ამბავს” – გურია

სტიქიამ გურიაში ათობით სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. უამრავი ოჯახი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი. მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში მისი სახლი, სადაც ბებო მარტო ცხოვრობდა სრულიად დაინგრა, მოხუცის მოსაკითხად მისული ახლობელი კი ამ ამბავმა შეიწირა.
“დაინგრა ჩემი სახლი, სადაც მარტო ცხოვრობს ბებო. არანაირი სამაშველო და სასწრაფო დახმარება იქ არ ყოფილა. ბებოს მოსაკითხად მისული ოჯახის მეგობარი შეეწირა ამ ამბავს, როდესაც სახლმა ტკაცუნი (ნგრევის ხმა) დაიწყო და გაზის გადასაკეტად წასვლა გადაწყვიტა. მეორემ ბებოს ხელი კრა და მცირე დაზიანებით გადარჩა. სახლის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანი მეზობლებმა შიშველი ხელებით ამოიყვანეს რამდენიმე საათის შემდეგ. არც სახურავის გადათოვლა მიდიოდა და არც დახმარება ყოფილა ადგილზე, გმირი მეზობლების გარდა!”- წერს თათია დედოფალიძე სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.