ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის სააგენტოს 2026-2027 წლების სახელმძღვანელო დოკუმენტი დამტკიცდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის სააგენტოს 2026-2027 წლების სახელმძღვანელო დოკუმენტი დამტკიცდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის სააგენტოს 2026-2027 წლების სახელმძღვანელო დოკუმენტი დამტკიცდა. შესაბამის ბრძანებას, რომელიც საგარეო დაზვერვის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს, სუს-ის უფროსმა მამუკა მდინარაძემ ხელი მოაწერა.
ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
„დაზვერვის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სახელმძღვანელო დოკუმენტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დასახული მიზნები და ამოცანები ხელს შეუწყობს სააგენტოს განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას.
სამოქმედო გეგმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაზვერვის სააგენტოს საქმიანობის საკვანძო სფეროებს და რისკებზე რეაგირების ინსტრუმენტებს მოიცავს.
შეხვედრაზე მამუკა მდინარაძემ დაზვერვის სააგენტოს საქმიანობის ანგარიშიც მოისმინა. სუს-ის უფროსმა თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და სააგენტოს მიმართ სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.