სახელმწიფო კომპენსაციას 613 ყოფილი დეპუტატი და უზენაესი საბჭოს წევრი იღებს – თვიური კომპენსაცია 1000 ლარია

სახელმწიფო კომპენსაციას 613 ყოფილი დეპუტატი და უზენაესი საბჭოს წევრი იღებს – თვიური კომპენსაცია 1000 ლარია
2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, სახელმწიფო კომპენსაციას საქართველოს პარლამენტისა და უზენაესი საბჭოს 613 ყოფილი წევრი იღებდა.
ამის შესახებ აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ სოციალური მომსახურების სააგენტო მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
კომპენსაციის მოცულობა კი, თვის ჭრილში 1000 ლარს შეადგენს.
ინფორმაციისთვის, კომპენსაციის მოცულობა 2024 წლიდან გაიზარდა, იქამდე კი 560 ლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, სააგენტოს ცნობით, 2023 წელს ყოფილი დეპუტატების და უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრების კომპენსაციაზე ბიუჯეტიდან 4.11 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო