პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი წევრი დაამტკიცა

პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი წევრი დაამტკიცა.
პრეზიდენტად საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ შამუგია, ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბურკიაშვილი, ნინო ჯელაძე და ლევან ძნელაძე წარადგინა.
ოთხივე კანდიდატურა უმრავლესობის მხარდაჭერით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა.
„წელიწადნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში, ექს-პრეზიდენტის საბოტაჟის გამო ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებას ვერ ვახდენდით. ეროვნული ბანკის საბჭოს 9-ის ნაცვლად, 5 წევრით საქმიანობა უწევდა.
მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ამ საბოტაჟის დასრულება შევძელით. ეროვნული ბანკი საქმიანობას სრული შემადგენლობით გააგრძელებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო