არქივი10 აპრილი, 2025, 23:50
სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში აშშ-ის ელჩის მიერ ვადაზე ადრე თანამდებობის დატოვებას ადასტურებს

სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში აშშ-ის ელჩის მიერ ვადაზე ადრე თანამდებობის დატოვებას ადასტურებს. ამის შესახებ ცნობები სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა ბრიფინგზე დაადასტურა.
“ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ელჩი [ბრიჯიტ] ბრინკი უკრაინაში ელჩი სამი წელი იყო. ომის დროს, ამ სამი წლის განმავლობაში. არაჩვეულებრივად შეასრულა მოვალეობები და მას ყველაფერს კარგს ვუსურვებთ”, - განაცხადა ბრუსმა.
მოგვიანებით, ერთ-ერთი ჟურნალისტის დასაკონკრეტებელ კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ის უკრაინაში აშშ-ის ელჩის, ბრიჯიტ ბრინკის გადადგომას, ბრუსმა უპასუხა: “ის სახლში ბრუნდება, კი”.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.