არქივი30 მარტი 2026, 21:00
სახდეპი: რუბიოსა და კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა.
სახდეპის განცხადებით, მხარეებმა საერთო ინტერესის მქონე საკითხები განიხილეს, მათ შორის უსაფრთხოება კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში.
სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ამჯერად სხვა დეტალები არ ვრცელდება.
ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი საქართველოში ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ანდრეოლმა შეხვედრები გამართა ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლებთან და ოპოზიციის ლიდერებთან.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.