არქივი30 მარტი 2026, 20:40
რუბიოს და კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
აშშ-ს სახელმწიფო მდივან რუბიოს და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.ამის შესახენ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებია ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციას.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.