სახალხო დამცველმა ციხეში ალეკო ელისაშვილი მოინახულა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა N6 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი თანაგუნდელი, ალეკო ელისაშვილი მოინახულა.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ომბუდსმენმა ასევე მოინახულა სხვა პატიმრები N6 პენიტენციურ დაწესებულებაში და მათი განთავსების პირობებს გაეცნო, დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, მოინახულა ახლად გახსნილი ხის საამქრო, გაეცნო რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროგრამებს, დაათვალიერა პირადი სივრცეები და შეხვდა და გაესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციას.
პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი ბრალდებულია ტერორიზმში. მას ედავებიან 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას. ელისაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.