ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან იოსელიანმა ალეკო ელისაშვილი მოინახულა

ლევან იოსელიანმა ალეკო ელისაშვილი მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა დაკავებული პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი მოინახულა.
ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
„4 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა N6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილი, ასევე დაწესებულებაში მყოფი სხვა პატიმრები მოინახულა და მათი განთავსების პირობებს გაეცნო.
ამასთან, სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მოინახულა ახლად გახსნილი ხის საამქრო, გაეცნო დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროგრამებს, დაათვალიერა პირადი სივრცეები და შეხვდა და გაესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.