ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახალხო დამცველმა ქალი პატიმრები, მათ შორის მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი მოინახულა

სახალხო დამცველმა ქალი პატიმრები, მათ შორის მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი მოინახულა

12 სექტემბერს, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი N5 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა და ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეხვდა.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, იოსელიანმა ქალი პატიმრებისგან მათი განთავსების პირობების და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სახალხო დამცველი ასევე შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას და ციხის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილიც მოინახულა.
“ნინო დათაშვილს ეცნობა, რომ მისი ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემის შესახებ 2025 წლის 10 სექტემბერს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართა. აპარატი მისი უფლებების დაცვაზე აქტიურ ზედამხედველობას მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.