ქართველი და აზერბაიჯანელი პატიმარი ქალი ჟურნალისტებისა და აქტივისტების პორტრეტები ბერლინში

Meydan. tv- ს ინფორმაციით, ბერლინში გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანში და საქართველოში დაკავებული ქალი ჟურნალისტებისა და აქტივისტების პორტრეტები. გამოფენა ორგანიზებული იყო „Free Voices Collective e.V.“-ის მიერ.
პორტრეტების ავტორი ბერლინში მცხოვრები აზერბაიჯანელი მხატვარი ფიდან ახუნდოვაა. პორტრეტებში ასახულია ორი ქალი აქტივისტი საქართველოდან და ცხრა – აზერბაიჯანიდან: ქართველი აქტივისტი ნინო დათაშვილი, „Netgazeti“-სა და „Batumelebi“-ს დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, „AbzasMedia“-ს სამი თანამშრომელი და „Meydan TV“-ს საქმეზე დაკავებული ექვსი ქალი ჟურნალისტი.
ამ პორტრეტების გამოსახულებით საგანგებოდ დაიბეჭდა საფოსტო ბარათებიც, რომლებიც ასევე გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.
„ამ გამოფენის თითოეულ სტუმარს შეუძლია ქალებისთვის წერილი დაწეროს. ჩვენ ამ წერილებს მათ მივაწვდით. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ქალებმა იცოდნენ – ისინი არავის დავიწყებია“, – აღნიშნეს ორგანიზატორებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება