სახალხო დამცველი ცხინვალს მოუწოდებს გაათავისუფლოს თამარ მეარაყიშვილი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება ცხინვალში თამარ მეარაყიშვილის დაკავების ფაქტს. ის მეარაყიშვილის დაკავებას უფლებადამცველის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.
“გავრცელებული ინფორმაციით, უფლებადამცველი თამარ მეარაყიშვილი ჯაშუშობის ბრალდებით არის დაკავებული და დე ფაქტო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სოციალური ქსელებიდან ასევე ირკვევა, რომ დაკავებული შიმშილობს.
თამარ მეარაყიშვილი, როგორც უფლებადამცველი, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიასაშუალებებთან, აქტიურად საუბრობდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში არსებულ პრობლემებზე, რაც მისივე განცხადებით, წარსულშიც არაერთხელ გამხდარა მისი დაკავების წინაპირობა. მას ჩამორთმეული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აკრძალული ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება.
სახალხო დამცველი თამარ მეარაყიშვილის დაკავებას უფლებადამცველის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს და დე ფაქტო ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოუწოდებს”, – ნათქვამია სახალხო დამცველის 30 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა