ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახალხო დამცველი ოკუპირებულ ცხინვალში თამარ მეარაყიშვილის დაკავებას ეხმიანება

სახალხო დამცველი ოკუპირებულ ცხინვალში თამარ მეარაყიშვილის დაკავებას ეხმიანება

სახალხო დამცველი საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ოკუპირებულ ცხინვალში თამარ მეარაყიშვილის დაკავებას ეხმიანება და დე ფაქტო ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოუწოდებს.
სახალხო დამცველი თამარ მეარაყიშვილის დაკავებას უფლებადამცველის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.
„გავრცელებული ინფორმაციით, უფლებადამცველი თამარ მეარაყიშვილი ჯაშუშობის ბრალდებით არის დაკავებული და დე ფაქტო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სოციალური ქსელებიდან ასევე ირკვევა, რომ დაკავებული შიმშილობს.
თამარ მეარაყიშვილი, როგორც უფლებადამცველი, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიასაშუალებებთან, აქტიურად საუბრობდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში არსებულ პრობლემებზე, რაც მისივე განცხადებით, წარსულშიც არაერთხელ გამხდარა მისი დაკავების წინაპირობა. მას ჩამორთმეული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აკრძალული ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება.
სახალხო დამცველი თამარ მეარაყიშვილის დაკავებას უფლებადამცველის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს და დე ფაქტო ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოუწოდებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.