ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახალხო დამცველი ჩეხ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს პრაღის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმისა და 14 სტუდენტის მკვლელობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს.
საქართველოს ომბუდსმენის თქმით, პრაღაში მომხდარმა ტრაგედიამ მსოფლიო შეძრა.
„ვუსამძიმრებ ჩეხ ხალხს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს. მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო. თქვენს გვერდით ვდგავართ ამ მძიმე წუთებში“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.