ლევან ხაბეიშვილი – ვუსამძიმრებ ჩეხ ხალხს, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ჩეხეთში, უნივერსიტეტში სროლის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
“ვუსამძიმრებ ჩეხ ხალხს, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. პრაღაში ტერორისტული თავდასხმა, კიდევ ერთხელ გვახსენებს ტერორიზმის სისასტიკეს და რომ მთელი ცივილიზებული სამყარო, ვალდებულნი ვართ ვებრძოლოთ, ამ ბოროტებას ყველგან და ყოველთვის, გადამწყვეტი ზომებით. დაშავებულებს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. ტერორიზმი და ბოროტება უნდა დამარცხდეს”,- წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში