ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახალხო დამცველი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფთის შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფთის ეტიბარ ემინოვს და შეიხ თაიგ ნაბიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ტოლერანტულ გარემოს და სახალხო დამცველის საქმიანობას ქვეყანაში ტოლერანტული კულტურის დასამკვიდრებლად.
„ამასთან, განიხილეს მუსლიმური რელიგიური ნაგებობების საკითხი და სახელმწიფოს მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობა. მხარეებმა ისაუბრეს ასევე, საქართველოში მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე და ამ მიმართულებით სახალხო დამცველის როლზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.