ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახალხო დამცველი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
დამოუკიდებლობის დეკლარაციით საქართველომ 1918 წლის 26 მაისს გამოხატა მისწრაფება, იყოს დემოკრატიული, სამართლებრივი, ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომელიც „თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა“, სადაც ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია და აკრძალულია დისკრიმინაცია.
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის აპარატი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს მოსახლეობას, მადლობას უხდის და პატივს მიაგებს იმ ადამიანთა ხსოვნას, ვისი თავდადებით, დაუღალავი შრომითა და ბრძოლით მოვიპოვეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა”, - წერია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.