არქივი3 სექტემბერი, 2024, 18:56
სახალხო დამცველი ვაშინგტონში სამუშაო შეხვედრებს გამართავს

2024 წლის 3-5 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე თამარ გვარამაძე ვაშინგტონში სამუშაო შეხვედრებს გამართავენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ევრაზიის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელ პირებთან.
დაგეგმილია შეხვედრები ასევე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებთან.
ინფორმაციას სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველო ავრცელებს
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.