ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს სახალხო დამცველი ვაშინგტონში სამუშაო შეხვედრებს გამართავს

საქართველოს სახალხო დამცველი ვაშინგტონში სამუშაო შეხვედრებს გამართავს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ვაშინგტონში სამუშაო შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევრაზიის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელ პირებთან იგეგმება.
„2024 წლის 3-5 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე თამარ გვარამაძე ვაშინგტონში სამუშაო შეხვედრებს გამართავენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევრაზიის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელ პირებთან. დაგეგმილია შეხვედრები ასევე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებთან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.