ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საწოლი, რომელზეც რონალდოს ეძინა, აუქციონზე იყიდება

სლოვენიაში სასტუმრო Grand Plaza, სადაც კრიშტიანო რონალდომ ღამე გაათია, იმ საწოლს ყიდის, რომელზეც 39 წლის ვარსკვლავს ეძინა.
26 მარტს ლიუბლიანაში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში პორტუგალია გასვლაზე სლოვენიასთან 0:2 დამარცხდა.
"რადგან ეს საკმაოდ განსაკუთრებული და უნიკალური ღონისძიება იყო, გადავწყვიტეთ, მოგვემზადებინა უნიკალური სიურპრიზი, რომელშიც მონაწილეობა ყველა გულშემატკივარს შეეძლება. არ ვიცით, როდის გვექნება შესაძლებლობა, სლოვენიაში კვლავ კრიშტიანუ რონალდუს მასპინძლობა მივიღოთ.", - წერია სასტუმროს განცხადებაში.
საწოლის საწყისი ფასი 4300 ფუნტია.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.